15 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ, მიუხედავად სირთულეებისა, მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - მიხეილ დუნდუა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა განმარტავს, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

"რეგიონში არსებული რთული ვითარება, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი მთელი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მშვიდობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ექსპორტის წახალისებაზე, ინფრასქტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, ამ მიმართულებებზე დაყრდნობით უნდა მოვახერხოთ და გავაგრძელოთ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა დუნდუამ.

დღის ამბები