მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი. ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 საათზე ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ საგანგებო განცხადებას,- ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 საათზე, პარტიის შიგნით მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად. ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა. ვფიქრობ, ყველამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ეს გამოწვევა მივიღოთ. ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი. ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 საათზე ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ საგანგებო განცხადებას,"- წერს ლევან ხაბეიშვილი.