15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
ჩვენ ვამბობდით, რომ მცირე ოპოზიციური პარტიები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ - ირაკლი კობახიძე

"ღამის კურიერის" ეთერში პარტია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს პატარა პარტიებზე, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" გავლენას თავი დააღწიეს.

"ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა მცირე ოპოზიციური პარტია იყო "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ. რაც დამტკიცდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და ვერც ერთმა ვერ გაბედა პარლამენტში შემოსვლა. ბევრ მათგანს უნდოდა პარლამენტში შემოსვლა, მაგრამ ვერ გაბედეს, რადგან ენმ მათ პირდაპირ ემუქრებოდა. ნაწილი იყო დამოკიდებული ნაც მოძრაობაზე და ნაწილი იყო დამოკიდებული მათ ტელევიზიებზე. ისინი ემუქრებოდნენ, რომ გააქრობდნენ მათ პატარა პარტიებს სატელევიზიო სივრციდან. 

ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რამდენიმე პარტია გათავისუფლდა ნაციონალური მოძრაობისგან და ამ დამოკიდებულებისგან. ამის შემდეგ იწვნიეს შედეგები ერთ-ერთი არის "მოქალაქეები" და "გირჩი" - ამ პარტიებს ოპოზიციური არხები საერთოდ აღარ იწვევენ ტელევიზიაში. მათ მუქარა შეასრულეს, ამ მედია რესურსებით და ფინანსური რესურსებით ისინი აკონტროლებდნენ ვითარებას. 

დღეს არის ასეთი ვითარება, რომ რამდენიმე მცირე პარტიამ დააღწია ამას თავი, თუმცა ნაც მოძრაობის ლობისტები ამ პოლიტიკურ პარტიებს აიგნორებენ. ელემენტარულად მათ საელჩოებში შეხვედრებზეც კი არ იბარებენ. 

ისინი ემუქრებოდნენ, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს ისე დაბრენდავდნენ, როგორც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პარტიებს და ამის ეშინოდათ. ისინი გათავისუფლდნენ ნაც მოძრაობის გავლენისგან და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ენმ კი მათ მუქარა შეუსრულა,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები