15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ვაცხადებთ მზაობას, რომ არჩევნები ნამდვილად ჩატარდება, ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში - ბაჩო დოლიძე

ნიკა მელიას თანამოაზრეები ლიდერის განცხადებას პარტიის ოფისში ერთად შეკრებილები უსმენდნენ. მანამდე კი მათ მელიასთან არაფორმალურ გარემოში კონსულტაციები გაიარეს. 

პარტიის ის წევრები კი, რომლებმაც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან შიდა არჩევნების დანიშნვა მოითხოვეს დღის ბოლოს მედიასთან აღარ გამოჩენილან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დავით კირკიტაძე გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, პარტიაში თანხმდებიან, რომ გამჭვირვალე არჩევნები აუცილებლად ჩასატარებელია.

"ჩემი აზრით, ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია კანდიდატებმა წარმოადგინონ ის გეგმა და ხედვები, რომელიც მათ აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ დღესთან დაკავშირებით," – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე.

პარტიის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ პარტიაში შიდა არჩევნები ნამდვილად ჩატარდება.

"ვაცხადებთ მზაობას, რომ არჩევნები ნამდვილად ჩატარდება. ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კი ნამდვილად წაადგება პარტიას. როდესაც მოვა შიდა პარტიული, თუნდაც კამპანიის დრო, ჩვენ ღიად ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ბარიერები ჰქონდა პარტიას, რატომ ვერ კეთდებოდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო," - განაცხადა ენმ-ს საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები