15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ცალკეული კუბილიუსები ცდილობენ დააზიანონ ეს პროცესი, ენმ-ს სასარგებლოდ ისეთ ჩანაწერებზეც კი მიდიან რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პირდაპირ ორმაგი სტანდარტია - რატი იონათამიშვილი

დგას თუ არა დავით კეზერაშვილი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის უკან - ამის დადასტურებამდე ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

"ეს ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი. რეალურად ქმნის ისეთ სურათს, რომ საქართველო არა თუ ვერ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არამედ პირიქით, რეგრესი აქვს ამ თვალსაზრისით. არ მინახავს კეზერაშვილთან დაკავშირებით გერმანელი სამართალდამცავების რაიმე შეფასებები და დასკვნები და რომ ვნახავ მერე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს," - განაცხადა "ლელოს" პოლიტმდივანმა სალომე სამადაშვილმა.

უმრავლესობა კი ევროპარლამენტის კონკრეტულ წევრებს კვლავ ორმაგ სტანდარტებში სდებს ბრალს. მმართველი გუნდი უსამართლოდ მიიჩნევს რეზოლუციაში არსებულ პუნქტს - მათ შორის არის მედიამენეჯერების მიმართ სამართლებრივი დევნა.

"ცალკეული კუბილიუსები, რომლებიც ცდილობენ, რომ დააზიანონ ეს პროცესი, "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ისეთ ჩანაწერებზეც კი მიდიან რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პირდაპირ ორმაგი სტანდარტი არის, ვგულისხმობ, როდესაც მათი გაგებით კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი თურმე ოლიგარქი. ვფიქრობ მათ უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებში გამოიწვევენ უკმაყოფილებას, არამედ დაზარალებულ ადამიანებშიც," - აცხადებს  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 2 დღის წინ დაამტკიცეს. კომპრომისულ, შეჯერებულ ვერსიას 47 მომხრე ჰყავდა 5-ის წინააღმდეგ.

დღის ამბები