"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტრანსნაციონალური დანაშაულის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" ტელევიზიების მიერ გაკეთებული სიუჟეტები თავდაცვის მექანიზმი იყო, რაც დღეს დამტკიცდა". მამუკა მდინარაძის განმარტებით, ტრანსნაციონალური გამოძიება კონკრეტულ კვალზე გავიდა, რაც "ნაცმოძრაობის" განცხადებებს კატეგორიულად გამორიცხავს.
"სად მიდის კვალი ამასაც რომ თავი დავანებოთ, მე მახსენდება ასობით თუ არა, ათობით სიუჟეტი "ნაცმოძრაობის" ტელევიზიების მიერ გაკეთებული, რომლებიც თურმე, დღეს უკვე დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება არ გასულიყო კონკრეტულ კვალზე.
დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ გარდა იმ მიზნისა, რომ დაეზიანებინათ ხელისუფლება, ვის არ დააბრალეს, რომელ ცნობილ ადამიანს არ დააბრალეს ისეთს, რომ მერე "ქართული ოცნებისკენ" წასულიყო ეს ისრები იმისათვის, რომ ერთი - დაეზიანებინათ სახელმწიფო, დაეზიანებინათ მმართველი პარტია, და მეორე - თურმე თავს იცავდნენ კონკრეტულ კვალზე გასვლისგან, მაგრამ როგორც ჩანს, დაუფარავი, ისევე როგორც სხვა შემთხვევაში არაფერი რჩება და ტრანსნაციონალური გამოძიება გავიდა კონკრეტულ კვალზე, რომელიც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, გამორიცხავს იმას, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ კატეგორიულად და ადასტურებს, რომ ყველა სიუჟეტი, რაც მათი მხრიდან გაკეთდა, იყო თავდასხმა თავდაცვისათვის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.