15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ფარმაცევტულ მაფიას კიდევ ერთი შეზღუდვა უწესდება და ძალაუნებურად ბაზარი ხდება კონკურენტუნარიანი - ზურაბ ქადაგიძე

"წარმოიდგინეთ, რომ ზღვრული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე...ანუ ფარმაცევტული კომპანია, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ იმოქმედებს და ვალდებული იქნება ზღვრულ ფასებს დასჯერდეს, რაც საზოგადოების ინტერესებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია," - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის გადაწყვეტილებას მედიკამენტების ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით.

"ბოროტი კლოუნები" წარმოიდგინეთ, რომ ზღვრული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე...ანუ ფარმაცევტული კომპანია, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ იმოქმედებს და ვალდებული იქნება ზღვრულ ფასებს დასჯერდეს, რაც საზოგადოების ინტერესებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამით ფარმაცევტულ "მაფიას" კიდევ ერთი შეზღუდვა უწესდება და ძალაუნებურად ბაზარი ხდება კონკურენტუნარიანი და სამართლიანი! ჰო და...ამ დროს ეს "ბოროტი კლოუნების" ტელევიზია უკუღმა გვასაღებს რეალობას... 12 პუნქტი, ევროკავშირის წევრობის სტატუსი კი არა, G7-ში რომ მიგვიღონ თქვენ არაფერი გეშველებათ...რაც იყავით ისევ ისინი რჩებით, "ფეიკ-მეიქერები" და "ბოროტი კლოუნები" - წერს ქადაგიძე.

დღის ამბები