"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ ხატია დეკანოიძეს აირჩევენ.
"არ ვიცი მიშა რას იზამს, მაგრამ თუ მელიას გაგდებას მხარი დაუჭირა და კეზერაშვილმა მოიგო (ვანო მერაბიშვილიც მის მხარესაა მელიას წინააღმდეგ) ხატიას აირჩევენ ალბათ თავმჯდომარედ, და ამდენი "განახლების" შემდეგ, ენმ ვანოს და კეზერას დაუბრუნდება.
ხატიას დააყენებენ ხოლმე ელენესთან, ზურასთან და ვაშაძესთან ერთად და ეს იქნება ის გრანდ ერთიანობა, რაზეც ზურა საუბრობს.
პ.ს. ახლა, ორივე მხარე მიშას სიყვარულში და ერთგულებაში შეეჯიბრება ერთმანეთს საჯაროდ - შეიძლება, მიშამ მხარის არჩევა გააჭიანუროს, ან საერთოდ დაიკიდოს. მოსწონს რომ ეფერებიან და მოაფერებინებს.
არასაჯაროდ - მოქრთამვა წავა," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.