15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"სად იპოვეს? რომელიმე თუ იპოვეს წაუყენონ ბრალი კეზერაშვილს, რას აკეთებენ აბა" - ლევან ხაბეიშვილი "ქოლცენტრების" საქმეზე

ვინ დგას რეალურად ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან და მივა თუ არა ე.წ. ქოლცენტრების საქმე საბოლოოდ კეზერაშვილამდე - თემაზე დილიდან კვლავ პოლიტიკური ბრალდებები ისმის. ერთ-ერთი ოფისი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში, "აქსის თაუერსში" მდებარეობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიზნეს პარტნიორის, იოსებ მგელაძის საკუთრებაა. მგელაძემ კეზერაშვილთან მეგობრობა და წარსულში მასთან ბიზნეს-პარტნიორობა დაადასტურა, თუმცა "ქოლცენტრებთან" კავშირი უარყო.

უმრავლესობა ფიქრობს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები და ოპოზიცია თავს იცავდა კონკრეტულ კვალზე გასვლისგან, ასევე ცდილობდა დაეზიანებინა ხელისუფლება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის კეზერაშვილთან კავშირს გამორიცხავენ.

"10 წელია კაცი ქვეყანაში არ არის და ამბობს, რომ დავით კეზერაშვილს აქვს "ქოლცენტრიო" და თუ აქვს, სად არიან? რა ვიცი აბა, სად იპოვეს? რომელიმე თუ იპოვეს წაუყენონ ბრალი კეზერაშვილს. ეს არის ისეთი ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის და ისეთი პროპაგანდა, პრინციპში რასაც ნაჩვევი ვართ "ქართული ოცნებიდან", რუსული. ანეგდოტია ხალხო, კეზერაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, 10 წელია კაცი ქვეყანაში არ არის. ასეც რომ იყოს, კეზერაშვილს რომც ჰქონდეს, ესენი რას აკეთებენ აბა?" - აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები