15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ვინ გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე -  ლევან ხაბეიშვილი პარტიაში არსებულ პროცესებზე

"ნაციონალურ მოძრაობაში"დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგის მერე დღეს განცხადება გააკეთა ლევან ხაბეიშვილმა. ის ამბობს, რომ ცვლილებების მომხრეა პარტიის 80%, თუმცა თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი არ აინტერესებს, ჯერჯერობით, უცნობია როდის ჩატარდება არჩევნები. პარტიის წევრების ნაწილი ამ ეტაპზე არც კანდიდატებს ასახელებს.

"მქონდა მათთან კომუნიკაცია, 80% ემხრობა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. დედაქალაქის და სხვადასხვა რაიონის საკრებულოს წევრების უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. კარები იხსნება, შესაძლებლობა იხსნება და ყველას მოგიწოდებთ ვისაც გაგაჩნიათ რაიმე პრეტენზია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გაძლიერებისთვის. მე ვარ მომხრე განახლების და ვარ მომხრე ცვლილებების.

პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და პარტიის თავმჯდომარეები მოდიან, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც არანორმალური. პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები