საქართველოს როლი აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად, თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის საკითხებში, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ურთიერთთავსებადობა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაც ეკონომიკის მინისტრმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა.
"ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ენერგეტიკის მიმართულებით. წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები მჭიდროდ დავუკავშიროთ ევროკავშირს საქართველოს მეშვეობით. საქართველოს სატრანზიტო მაკავშირებლის როლი კიდევ უფრო იზრდება ამ პროცესში,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ევროკომისრებთან ერთად უკვე შესრულებულ და დაგეგმილ პროექტებზეც იმსჯელა. როგორც ევროკომისარი ადინა ვალეანი აცხადებს, აფასებს საქართველოს ძალისხმევას რეგიონალური დერეფნის განვითარების მიმართულებით.
"ვისაუბრეთ სატრანსპორტო თანამშრომლობაზე. ძალიან ვაფასებ იმას რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული როლის შესრულების თავალსაზრისით, შუა დერეფნის განვითარებისთვის, ძალისხმევის კოორდინაციაში, დერეფნის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. განვიხილეთ ინვესტიციები ერთობლივი პროექტები ევროპასა და საქართველოს შორის რეგულაციების ჰარმონიზება და შემდგომი ნაბიჯები ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის," - აცხადებს ადინა ვალეანი.