15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა, ის ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

 "დღეს მე შევხვდი ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი. მე ახლა მაქვს შესაძლებლობა ჩემი თვალით ვნახო ეს სიმბოლური ადგილი, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ეს ნაწილი არ არის ცენტრალური მთავრობის კონტროლის ქვეშ. რუსული ძალები, ახორციელებენ ბორდერიზაციის პროცესს და ადამიანებს არ ეძლევათ თავისუფლად ცხოვრების საშუალება  მე ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, საქართველო შეძლებს დაამყაროს სრული კონტროლი თავის ტერიტორიებზე,"  - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ

 

დღის ამბები