15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ჩემი მიზანია, უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და უმოქმედო მენეჯმენტი სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას - გიორგი მუმლაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის გიორგი მუმლაძეც იბრძოლებს,-ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მუმლაძე აღნიშნავს, მისი მიზანია ნიკა მელია სრულად ჩამოშორდეს პარტიის მართვას და პარტიაში ჩატარდეს ძირეული ცვლილებები. 

"გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში!

ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას!

ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის

არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!,"-წერს გიორგი მუმლაძე. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გიორგი ჩალაძეც აპირებს. 

დღის ამბები