15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
გიორგი ჩალაძე ღირსეული ადამიანია - ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი ჩალაძე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა დაანონსა, ღირსეული ადამიანია. 

"კარგია, რომ გვყავს უკვე ორი კანდიდატი - დღეს გიორგი ჩალაძემ დააყენა თავისი კანდიდატურა, რომელიც არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ამ პარტიას ჰყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ღირსეული ლიდერი და იმედი მაქვს, რომ შიდა დემოკრატიული პროცესებისთვის იქნება ბევრი კანდიდატი და ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს ექნება საშუალება, აირჩიოს მათგან ყველაზე აქტიური, ყველაზე სასურველი- ის ადამიანი ვინც შეძლებს  პარტია კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს.

ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ხატია დეკანოიძე, გია ბარამიძე- ვისაც არ დაუყენებია ჯერ კანდიდატურები. ესენი არიან ძალიან ღირსეული ადამიანები.  რაც შეეხება მე ვის დავუჭერ მხარს- უნდა ვნახო ჯერ ვინ დააყენებს კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ყველა კანდიდატი არ არის და ამის შემდგომ მივიღებ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები