15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლა.

ღონისძიებას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და ამერიკაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მისი ცნობადობის გაზრდა იყო. ელჩმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის იმპორტი, შეერთებულ შტატებში, ბოლო წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.

"ბოლო წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ საელჩო ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ვეხმარებით ფართო კომპანიებს, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები