15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ახალაიები მხარს უჭერენ მელიას, ხოლო კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფრთა მელიას წინააღმდეგ აწყობს ამ გადატრიალებას, სწორედ ეს ორი კლანი უპირისპირდება ერთმანეთს - ირაკლი ქადაგიშვილი

ორ ბანაკად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება.

დღეს პარტიაში კონსულტაციები იგეგმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება პოლიტსაბჭო, რომელმაც არჩევნების თარიღი და კანდიდატები უნდა დაასახელოს.

"ქართულ ოცნებაში", დაპირისპირებას ყველაზე დიდ ოპოზიციურ მოძრაობაში, ძალაუფლების გადანაწილებისთვის და პარტიის მართვის სადავეებისთვის ბრძოლას უკავშირებენ. მათი თქმით, კეზერაშვილის დაჯგუფებას სათავეში ვანო მერაბიშვილი უდგას, მეორე მხარეს კი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ნიკა მელიას ლობირებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მაინც 2 ძირითადი მიმართულება ებრძვის ერთმანეთს. ეს ბრძოლა ახალი დაწყებული არ არის და ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ახალაიებსა და მერაბიშვილის კლანებს შორის. დღესაც ამ ღია ბრძოლის უკან, ჩრდილოვან მხარეს ჩემი ინფორმაციით სწორედ ეს ორი კლანი უპირისპირდება ერთმანეთს. ახალაიები მხარს უჭერენ მელიას, ხოლო კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფრთა კი, მელიას წინააღმდეგ აწყობს ამ გადატრიალებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩალაძე სააკაშვილის დედის ფავორიტია და მისი მეშვეობით აქვს ბმა სააკაშვილთან, არ მგონია რაიმე კონკრეტული წარმატება ჰქონდეს მის კანდიდატურას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები