15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
აბსოლუტურად ალოგიკურია ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან - გივი მიქანაძე ALDE-ს განცხადებაზე

"ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება.

"კანონის უზენაესობის დაცვის, პრესის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ დებულებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის," - წერია განცხადებაში, რომელიც დღეს თბილისშიც შეაფასეს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაკავშირება ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან აბსოლუტურად ალოგიკურია.

"აბსოლუტურად ალოგიკური არის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან. ამიტომ, "ალდე" იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მოსწონს ეს თუ არა, მათ პატივი უნდა სცენ და არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით მითუმეტეს, როდესაც საქართველო ზუსტად ორიენტირებული არის იმ ღირებულებებზე, რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები და ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა - ეს არის ქვეყნის დამაზიანებელი და აბსოლუტურად არამეგობრული განწყობა მათი მხრიდან," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები