15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის კანონი თავდაპირველად იყო ოპოზიციის მხრიდან მოწონებული, ამიტომ აბსურდულია მათი მხრიდან ეს კრიტიკა- გივი მიქანაძე

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით გავა. პროექტს, რომელიც უკრაინის მაგალითზეა შემუშავებული, მუხლობრივად განიხილავენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონს მაინც მიიღებენ, რადგან მთავარი მიზანი ევროპის 12-პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებაა.

"სრულიად აბსურდულია ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში იმიტომ, რომ ეს კანონი თავდაპირველად იყო ოპოზიციის მხრიდან მოწონებული და ამბობდნენ, რომ უკრაინას აქვს მიღებული ეს კანონი და ჩვენთან არ არის. ვიცი, რომ უკრაინაში ამ კანონის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპელი ექსპერტები. ამიტომ იმაზე, რაზეც ამბობდნენ, რომ კარგია, კრიტიკას შეეშვან.  ჩვენ ვნახეთ, არაერთი ევროპელი მაღალჩინოსნისგან კონკრეტული განცხადება, რომ მიესალმებოდნენ უკრაინაში თავის დროზე ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილებაზეა საუბარი მოვიდნენ პლენარულ სხდომაზე, დააყენონ კონკრეტული საკითხები, შესაბამისი არგუმენტაციით,"-აცხადებს გივი მიქანაძე. 

 

დღის ამბები