15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
"მორიგი მავნებლური "სიურპრიზი" ჩვენ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს - ზურაბ ქადაგიძე

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც მისთვის ცნობილი ხდება, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს. 

ქადაგიძე კონკრეტულ კომპანიაზე საუბრობს და ამ კონპანიასთან რუსუდან მიხელიძეს აკავეშირებს, რომელიც მისი თქმით,  "ნაციონალური მოძრაობის" დაჯგუფების წევრია. 

"მორიგი მავნებლური "სიურპრიზი" ჩვენ ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალი ულტიმატუმი წაუყენეს:

პირდაპირ გვთხოვენ ვეთანამშრომლოთ ორგანიზაცია OECD-ის, რომელიც მოამზადებს შეფასებას ქართულ მართლმსაჯულებაზე (სასამართლო, პროკურატურა და აშ), ხოლო ეს შეფასება შემდგომში უნდა გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მონიჭების განხილვისას. თავისთავად პრობლემა ის კი არ მგონია, რომ რომელიმე ობიექტურმა ორგანიზაციამ შეაფასოს რეფორმები და მთავრობის მუშაობა, პრობლემა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელშია.

რუსუდან მიხელიძე - ეს ქალბატონი არის "ნაციონალური მოძრაობის" დაჯგუფების წევრი, ასევე უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე ქეთი მესხიშვილის, რომელიც სასამართლოში ნაცმოძრაობის ინტერესებს ატარებს. გადახედეთ მის მიერ დაწერილ პოსტებს და თავად გამოიტანეთ დასკვნა, ამ ქალბატონმა როგორ შეიძლება ობიექტური დასკვნა დაწეროს?,"- წერს ზურაბ ქადაგიძე. 

No description available.

დღის ამბები