ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ჰყავთ ხაბეიშვილი - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცადა.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დამცველები ჰყავს ნიკა მელიასაც. ესენი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან.
"მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით ვინც ხელმძღვანელობს. ეს არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ჰყავთ ხაბეიშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, მელიასაც ყავს თავისი დამცველები. ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ მერაბიშვილთან," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.