15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"[ნიკა მელია] პრაქტიკულად იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც აჟღერებდნენ და აჟღერებენ ქოცები" - პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ნიკა მელიასთან არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ისაუბრა. 

ცისკარიშვილის თქმით, ნიკა მელია პრაქტიკულად იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც აჟღერებდნენ და აჟღერებენ ქოცები. ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, რაც გასაჯაროვდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ნიკამ თქვენს დამფუძნებელს ბრალი დასდო ოლიგაქრობასა და პოლიტიკაში აქტიურობის მიმართულებით. პრაქტიკულად იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც ქოცები აჟღერებდნენ იმ პერიოდისთვის და ახლაც აჟღერებენ, "ოცნების" ლიდერშიპი იმ პერიოდიდან დღემდე მოყოლებული, შეიძლება ნიკა საჯაროდ აღარ საუბრობს, მაგრამ არ გაჩერებულან, თავს ესხმიან დავით კეზერაშვილს და რაღაცნაირად ეს კამპანია გრძელდება მის წინააღმდეგ და "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტის სხვა წევრებს მოუწიათ ღიად ამ განცხადებას დაპირისპირებოდნენ. ეს არასწორი იყო იმ მოცემულობაში, იმ პირობებში, როდესაც დეოლიგარქიზაციაზე იყო ევროპის მხრიდან საუბარი და ჩვენი თავმჯდომარე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საუბრობს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კიარა დავით კეზერაშვილი ყოფილა. რა თქმა უნდა ეს არ მოგვეწონა, არამხოლოდ იმიტომ რომ ის ჩემი მეგობარია და 25 წელი ვმეგობრობთ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ეს გაუმართლებელი იყო. კრიტიკული მედიის დამფუძნებელზე თავდასხმა, მაშინ როდესაც ყველა ისარი და ფოკუსირება უნდა იყოს ამ რეჟიმის შესუსტებაზე. 

ასევე, პარტია, ლიდერშიპი, თავმდჯომარე, მე ვთვლიდი და ვთვლი, ბევრი ამ აზრზეა პარტიის შიგნით, რომ არ უნდა ასხივებდეს რაღაც უთანხმოებას ან გაუცხოებას მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ რომ ეს მისი დაფუძნებული პარტიაა. "მეგობარი არ არის და არც არასდროს იქნება" - შეიძლება არ უთქვამს შეიძლება არ უთქვამს ცინიკური, ბოროტული და ისეთი განწყობით რომ დაპირისპირებოდა მაგრამ სხვა ადამიანების, სხვა პოლიტიკოსების, იგივე მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას რომ დავაკვირდეთ, პოლიტიკაში თანამებრძოლობა მეგობრობასაც ნიშნავს, შესაბამისად ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერებს გულზე კარგად არ მოხვდებოდათ," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა "ფორმულას" ეთერში.

დღის ამბები