26 აგვისტო 2026,   10:01
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინის დღეები მოეწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინის დღეები მოეწყო. სასტუმროში "ახაშენის ღვინის კურორტი" ოკოს დროს დაზარალებულმა უკრაინელმა მოზარდებმა სტუმრებს მათი ქვეყნის ტრადიციები გააცნეს. 

გურჯაანში უკრაინელი ბავშვებისთვის ახალგაზრდული ბანაკი ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზრბით რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ბანაკში ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული - ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული სპორტული სკოლის 43 მოსწავლე იმყოფება.

უკრაინელი მოზარდები საქართველოში 10 დღეს გაატარებენ. ამ დროის განმავლობაში, ისინი მოანწილეობას იღებენ სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით გასართობებში,ასევე და ათვალიერებენ ღირსშესანიშნავ ადგილებს. 

უკრაინელი მოზარდების საქართველოში ჩამოყვანის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე და უკრაინის უმაღლესი საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ლუდმილა მარჩენკო.

დღის ამბები