15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში,  ლევან დავითაშვილი "ევროკონტროლის" გენერალურ დირექტორს შეხვდა 

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის "ევროკონტროლის" გენერალურ დირექტორს -  ემონ ბრენანს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოებისა და მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა ჩვენს პარტნიორებთან - ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.

"საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად - იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები