15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
თეა ახვლედიანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალადდანიშნულ ხელმძღვანელს თამაზ ბესტაევს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ახალადდანიშნულ ხელმძღვანელს, თამაზ ბესტაევს შეხვდა და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.

შეხვედრაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

თამაზ ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დღის ამბები