ამერიკა ხმებს ისევ ითვლის, როგორია რესპუბლიკელებისა და დემოკრაატების შანსები- სენატის ბედი ორ გადამწყვეტ შტატზეა დამოკიდებული.
სენატისთვის ნამდვილი ბრძოლა ჯორჯიის შტატში გაგრძელდება, სადაც მეორე ტური გარდაუვალია.
ამერიკელებმა კონგრესის პალატებში გავლენების თანაფარდობა უნდა განსაზღვრონ, რაც სამომავლოდ შტატების პრეზიდენტის მომდევნო 2 წელს განაპირობებს და გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოახდენს.
არიზონას საარჩევნო ოლქრის ზედამხედველი ბილ გეიცი აცხადებს, რომ საზოგადოების ინფორმირება არჩევნების პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.
"ხმის დათლის პროცესში ჩართულები იყვნენ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, დამკვირვებლები, რომლებიც დანიშნულნი არიან მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეების მიერ, ასევე საარჩევნო კომისიის თანამშრომლები. პირველივე დღიდან ორიენტირებული ვიყავით საზოგადოების ინფორმირებაზე. ვფიქრობ, უსამართლოა ჩვენი დადანაშაულება იმაში, რომ კანონის თანახმად ვმოქმედებთ და ვცდილობთ დავრწმუნდეთ, რომ თითოეული დათვლილი ხმა კანონიერად იყო დაფიქსირებული,"- აცხადებს ბილ გეიცი.
ნევადას საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი ჯო გლორია აღნიშნავს, რომ არჩევნების პროცესის შეფერხება მიზანმიმართულად არ მომხდარა.
"ჩვენ მუდმივად ვუხსნით ამომეჩევლებს, რომ პროცესის შეფერხება არ ხდება მიზანმიმართულად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა პროცედურა სწრაფად წარიმართოს, თუმცა თარიღები კანონითაა დადგენილი. საბოლოო ვადაა ორშაბათი. ამ დროისთვის წინასწარ მონაცემებზე ვერ ვისაუბრებ,"- აცხადებს ჯო გლორია.