"ნაციონალური მოძრაობა რიგგარეშე არჩევნებისთვის უკვე ემზადება. სანამ თარიღი დაზუსტდება, მანამდე სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა, რომელსაც მოდერაციას გიორგი ბარამიძე გაუწევს. მისი თქმით,
ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევის წესი, 22 ნოემბრამდე უნდა მოამზადოს. ბარამიძის განმარტებით, არჩევნების პროცესი იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები.
"ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული სამუშაო იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს დააკმაყოფილებს, მათ შორის იმას, რომ არჩევნები სამართლიანი იყოს, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, ასევე ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.