ვინ ჩაუდგება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სათავეში - ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილია, რომ თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელიას გარდა, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ, თუმცა ასევე საუბარია ლევან ხაბეიშვილზეც.
კვირის ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური მოვლენის შესახებ თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ღიად საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი, კეზერაშვილი-მერაბიშვილის რჩეულია.
ნიკა მელიას მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ კულუარებს მიღმა ფარული ჩარევები პოლიტიკას აზიანებს. ორად გაყოფილ პარტიაში გამარჯვება კი იმ კანდიდატს დარჩება, ვინც გულწრფელი იქნება საარჩევნო კამპანიის დროს.
რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.