"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დღევანდელი ოპოზიციის წარმოდგენა სახელმწიფოს მართვაზე იგივენაირია, როგორც "მათი დამფინანსებლის მედია პოლიტიკა".
"თუ გაინტერესებთ როგორი იქნება დღევანდელი ოპოზიციის სახელმწიფო პოლიტიკა, მათი დამფინანსებლების მედია პოლიტიკას შეხედეთ.
ასე ხედავენ სახელმწიფოს მართვასაც.
ვინც გააკრიტიკებთ, დაგბლოკავენ მათი თოჯინების მეშვეობით - აი, როგორც ახლა "ფორმულაზე" ბლოკავენ.
აი ეს აფერისტები აპირებენ დემოკრატიის სახელით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ქართველ ხალხს ლანძღავენ, როცა კრახით ასრულებენ - ხალხი არ ვარგაო.
ხალხი ბრძენია. ეგეთი პოლიტიკა სტატუს-კვოშიც აქვთ," - წერს ჩერგოლეიშვილი.