სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ "ტვიტერზე" წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"განადგურებული ვარ სტამბოლში მომხდარით. თქვენ გვერდით ვართ და ვიზიარებთ მწუხარებას" - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ტვიტი მოგვიანებით მისმა თურქმა კოლეგამ გადააზიარა - მევლუდ ჩავუშოღლუ თანადგომისთვის ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის.