15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
ირაკლი ზარქუა: რევოლუციური სცენარები ერთადერთ ამოცანას უკავშირდებოდა, რომ საქართველოში მოსულიყო "ნაცმოძრაობა" და მეორე ფრონტი გახსნილიყო

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ცალკეული ევროპარლამენტარების ამოცანა იყო, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. 

"სააკაშვილის აქ ჩამოყვანა, შემდეგ, ეს რევოლუციური სცენარების მცდელობა, პირველი, მეორე, მესამე ტალღები, ერთადერთ ამოცანას უკავშირდებოდა, რომ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. მოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამას ვერ მიაღწიეს, გამორიცხულია, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება, იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში და ამიტომაც არის, რომ ისინი მაინც აგრძელებენ მსგავს ქმედებებს.

ერთი არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და ახლა მცდელობა აქვთ. თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ესეც ხომ იცით მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გადაწიეს მომავალი წლისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მაქსიმალურად უახლოებენ საარჩევნო პერიოდს და კანდიდატის სტატუსი და არ ვიცი, მე, კიდევ ერთხელ, არ მინდა ეს დავიჯერო, რომ ე.ი. საქართველოს მოსახლეობის სანუკვარ ოცნებას და „ქართული ოცნების“ სანუკვარ ოცნებას, რომ ჩვენ მივიღოთ დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი, უარი გვეთქვას და ამას მოჰყვეს შემდეგ ქაოსი და არეულობა. ამისთვის არის მზადება, როგორ შეიძლება ვინმემ ამიხსნას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბატონი კეზერაშვილი არის მედიამაგნატი, რომელსაც დევნის საქართველოს ხელისუფლება,” - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები