15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ე.წ. ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს - ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, - არის თუ არა დავით კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული ბიუროს დამფინანსებელი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ კეზერაშვილი მათი პარტნიორია.

"დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი, ის გვეხმარება ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილის შეფასებით, ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ კეზერაშვილი მისი ორგანიზაციის დამფინანსებელია.

"კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება. ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ეგრეთწოდებულ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს. ანუ პირდაპირ და ღიად ადასტურებს იმასაც, რომ ყველა ის სიბინძურე და ტალახი, რაც ამ რეინკარნირებული ჟირინოვსკიდან მოედინება, სწორედ კეზერაშვილის დაკვეთაა. ახლა დაუფარავად ვიცით, ვინ იდგა ბინძური კამპანიის უკან, რომელიც ამ ვირთხის ხელით აწარმოეს უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ. კარგი დრო უდგათ ნაცებს, აღიარებები კვლავ იქნება!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

დღის ამბები