15 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებშია გვქონდეს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი, ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში და ამას ერთად მივაღწევთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ინტერესშია იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

"ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ერთგული პარტნიორი ევროპის და რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელი, სხვა პროექტები, რომლებზეც გვექნება საუბარი კონფერენციის დასრულების შემდეგ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში. იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ ენერგეტიკა. 

ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან  დინამიური, ძლიერი პარტნიორობა და რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა არის დამყარებული საერთო ფასეულობებზე და საერთო ინტერესებზე. დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა - ბუნებრივია, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენმა ქვეყანამ გამოსცადა ანალოგიური 2008 წელს, როგორც უკვე აღვნიშნე, მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან ძალიან სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელსაც, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც ცხრა თვეში. თავად ნახავთ, რომ გვაქვს პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა, ექსპორტი, მთელი ინდუსტრია და ბიზნესსექტორი არის გააქტიურებული.

ერთადერთი გამონაკლისია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ამავდროულად, ჩვენი პრინციპულობით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ გვქონდეს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ამას ერთად მივაღწევთ," - განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები