15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ჩვენ არ გავჩერდებით და ძალისხმევას არ დავაკლებთ, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, დანარჩენი არის ოპოზიციის გასაკეთებელი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოს წარმატება. ხელისუფების ოპონენტები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არ მიეღო უვიზო რეჟიმი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამასთან, პრემიერმა ოპონენტების ამ ქმედებას ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟი უწოდა.  

"სამწუხაროდ მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობდი აქტიურად უვიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი. მაშინაც ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ასევე ვნახეთ, როგორ მოიქცა ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება- ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მოკლე დროში, დანარჩენი არის ოპოზიციის გასაკეთებელი," - აცხადებს პრემიერი. 

დღის ამბები