15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ჩვენი მიზანია, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ მოგვცეს ევროკავშირის სტატუსი და სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციონერი პირიქით ცდილობს-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკომისრის საქართველოში ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს.

პაპუაშვილის თქმით, მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის კინკლაობის დრო, დღეს ყველა უნდა კონცენტრირდეს საერთო ეროვნულ ამოცანაზე.

"შეხვედრაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კიდევ იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველო ადრე იყო რეფორმებში ლიდერი და ისე გამოიყვანეს თითქოს ახლა აღარ არის.

ისინი იმდენად ჩაკეტილები არიან ვიწროპარტიულ ინტერესებში ვერ ხედავენ იმ დიდ სურათს რაც უნდა დაინახონ. დღეს კი კომისრის მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო, რომ დაინახონ დიდი და მთლიანი სურათი. ჩვენი მიზანია, რომ ევროკავშირი დავარწმუნოთ მოგვცეს ევროკავშირის სტატუსი და სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციონერი პირიქით ცდილობს გადარწმუნებას და ისე გამოჩენას თითქოს ამ სტატუსს ჩვენ არ ვიმსახურებთ,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები