15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
დიპლომატიური და ამავე დროს მკაფიო პასუხები - როგორ აფასებენ ოპოზიციაში ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას

ეროვნული კონსესუსი ევროპის 12 რეკომენდაციაზე - ბრიუსელის გზავნილი ევროკომისარმა დეპუტატებს პირადად გააცნო. ოლივერ ვარჰეი პარლამენტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა 12 რეკომენდაციის გარშემო ერთობლივი მუშაობისა და პროცესში ყველა პარტიის ჩართულობის აუცილებლობა.

ევროკომისართან შეხვედრა ოპოზიციაში შეაფასეს და თქვეს, რომ მას დიპლომატიური და მკაფიო პასუხები ჰქონდა რიგ საკითხებზე, მათ შორის კი 12 რეკომენდაციაზე. 

"მან გასცა დიპლომატიური, თუმცა ამავე დროს მკაფიო პასუხები იმასთან დაკავშირებოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დიდი ჯაფა აქვს იმისათვის, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია. შესაძლებლობების ფანჯარა ახლა არის ღია, თუმცა შეიძლება დაიხუროს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი აკაკი მინაშვილი.

სალომე სამადაშვილის თქმით კი ვარჰეიმ თავი აარიდა დეოლიგარქიზაციაზე დასმულ შეკითხვას - თუ ვის ეხება დეოლიგარქიზაციაზე რეკომენდაცია და სამადაშვილის თქმით, მან ამით დიპლომატიური გზა აირჩია. 

დღის ამბები