"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან, სადაც ამბობენ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკური დასასრული.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობა" არის მედიაპროდუქტი, რომელსაც ოლიგარქების მიერ ნაძარცვი ფულით დაფინანსებული ტელევიზიები აცოცხლებენ.
"ეს არის ვირტუალური პარტიის პოლიტიკური ცხოვრების ლოგიკური დასასრული. რომ არა მათი მედიასაშუალებები, "ნაცმოძრაობა" რეალურად როგორც ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის დღეს უკვე ვირტუალური ორგანიზაცია, მედიაპროდუქტი, რომელსაც აცოცხლებენ ტელევიზიები, რომლებიც ფინანსდებიან ოლიგარქების მიერ ნაძარცვი ფულით," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.