ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი და გამცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის რეაქცია და პანიკური მესიჯები გუშინ იმაზე მეტყველებდა, რომ მართლაც რაღაც მხილება მოხდა.
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარედან დავალებებს იძლევიან, როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მაინც გუშინ ამ ფოტოთი გახდა ცნობილი. დავალების მიმცემი ერთ-ერთი ადამიანი გაიშიფრა, მისი განწყობებიც ვიცით, მისი პირადი მოტივაციაც, შესაბამისად მტკიცებულება იყო და ამან გამოიწვია ეს აჟიოტაჟი.
მეორე - რა რეაქციები ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ "ქართული ოცნება" არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც უსმენს. მე მათ ვურჩევდი, მესიჯბოქსი დაალაგონ რაღაც მიმართულებით, უნიათოსთან ეს მესიჯბოქსი არ ჯდება, ეს ხუმრობით. ანუ, ერთი მხრივ იმდენად ძლიერი სპეცსამსახურები აქვს ქართულ სახელმწიფოს, რომ ქვეყნის გარეთ უთვალთვალებს ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება იყოს განწყობილი, მეორეს მხრივ ესენი უნიათოები არიან, არ ჯდება. ერთი მარცხნივაა, მეორე მარჯვნივ, რაღაცაში ჩამოყალიბდით. ეს ხუმრობით, რეალურად ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი და გამცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.