სააგენტო “კვირა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 28 ივნისს ბათუმის პორტში შემოსული სანქცირებული ტანკერი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის სახელთან არის დაკავშირებული.
გამოცემა აქვეყნებს ფოტოს, სადაც დავით კეზერაშვილი და ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე არიან ასახული. სააგენტო “კვირას“ ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული ბიზნესმენის მმართველობაშია სატვირთო გემი, რომელიც 28 ივნისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა.