15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარში, რუსეთი აგრესორი და ტერორისტი სახელმწიფოა - პოლონელი ევროპარლამენტარი

პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ქვეყნის მოთხოვნით ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩების შეხვედრა გაიმართა.

ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან, ანდჟეი ჰალიცკი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარში, რადგან რუსეთი აგრესორი და ტერორისტი სახელმწიფოა.

"მომხდარი ტრაგიკული სიტუაცია სრულიად ახალია, რადგან ეს პოლონეთის ტერიტირიაზე მოხდა. ვფიქრობ ჩვენ ახალ თავს გავდივართ, გვაქვს ნატოს რეგულაციების მე-4-ე მუხლი, ასევე ევროპული საზოგადოება. აუცილებელია ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, რადაგან პოლონეთის ტერიტორიაზე პირველად მოხდა რომ ორი მსხვერპლი გვყავს. ვშიშობ, რომ ეს უკანასკნელი არ იქნება. საერთო უსაფრთხოება ახლა გამოწვევაა. ცხადია არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარში. რუსეთი აგრესორი და ტერორისტი სახელმწიფოა. სწორედ ეს იქნება იმ რეზოლუციაში შეტანილი რომელსაც სტარსბურგში განვიხილავთ და მომდევნო კვირას რეზოლუციაზე კენჭისყრაც იქნება. ამას ყველა მხარს დაუჭერს და ერთიანი ვიქნებით არამხოლოდ სიმბოლურ რეზოლუციაში. რუსეთს მოწევს მიყენებული ზარალის და მსხვერპლის ანაზღაურება. ახლა კარგი იქნება თუ იქნება ტრიბუნალი და მოხდება კანონის გზით ლუკაშენკოსა და პუტინის გასამართლება," - განაცხადა ჰალიცკიმ.

დღის ამბები