გიორგი ჩალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.
ჩალაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის შტაბის შექმნის და მის ხელმძღვანელად გიორგი ჩალაძის დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა.