15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარი, 6 ნოემბერსაც, 12 ნოემბერსაც შევხვდი - დავით კირკიტაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი არის პარტიის გულშემატკივარი, რადგან იგი არის ენმ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - ამის შესახებ დავით კირკიტაძემ "რუსთავი 2-ზე" "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა კონტექსტში - ვინ დგას მისი და მისი თანამოაზრეების უკან პარტიოაში გაჩენილი დაპირისპირების ფონზე. 

ამასთან, კირკიტაძე იმასაც ამბობს, რომ დღეისთვის ვანო მერაბიშვილს არ სურს პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. 

"ჩემს უკან დგას უამრავი გულწრფელი ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ჩემთან ერთად იბრძვის იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია შეცვალოს უკეთესობისკენ. გაუძლო უამრავ წნეხს, დაპატიმრებებს, დაბარებებს, უკანონო გათავისუფლებულებს სამსახურებიდან - აი ეს ადამიანები დგანან ჩემს უკან და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს ყურადღებით მოვუსმინოთ და მოვახდინოთ სწორი რეაგირება მათ ნათქვამზე და მათ გულისტკივილზე. რაც შეეხება იმ კონკრეტულ გვარებს, რომლებიც ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, მე არ უარვყოფ, რომ ვანო მერაბიშვილი ჩემი მეგობარია. ვანო მერაბიშვილთან კიდე ვაპირებ შეხვედრას არაერთხელ, ის არის ჩემი მეგობარი და როცა არის ხოლმე საქართველოში, რატომ არ უნდა ვნახო ჩემი მეგობარი?! ვანო მერაბიშვილი ასევე არის გულშემატკივარი "ნაციონალური მოძრაობის". ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. მე ვერ ვხედავ დღეს სურვილს იმისგან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში იყოს აქტიურად ჩართული," - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

დღის ამბები