"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე "ღამის კურიერის" ეთერში პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე, "არჩევანი დიდ ფულსა და ღირსებას შორის დგას."
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გააკეთა თუ არა პირდაპირი მინიშნება ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილზე, კირკიტაძე პასუხობს, რომ ეს თავად მელიამ უნდა განმარტოს.
"მოდით ვკითხოთ ნიკა მელიას რას გულისხმობდა - ნიკა მელიამ ეს განცხადება გააკეთა ახლა, მანამდე გააკეთა, რომ თვითონ იყო კეზერაშვილთან ჩასული. ნიკა მელია ძალიან არეულია ამ ადამიანთან მიმართებაში. ხან ისეა, ხან ასეა, ვერ ვიტყვი რატომ. მან ამის შესახებ თვითონ უნდა განმარტოს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.