პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას აპირებს, აქვს საკმაო გამოცდილება იმისთვის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დაკისრებულ მოვალეობას გაართვას თავი.
"პარტიის თავმჯდომარის ახალი ლეგიტიმაციის პროცესში გარკვეული სახელების მიკუთვნება, იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, არის ამ პროცესის დაკნინების მცდელობა. პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად, პარტიას სჭირდება ახლი ლეგიტიმაცია, პროცესების განახლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა რიგითმა წევრმა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა.
ლევანს აქვს საკმაო გამოცდილება, ახალგაზრდული ენერგია, რომელიც დამატებით მუხტს შესძენს პარტიას და ახალგაზრდებს, სხვა ადამიანებს გაუხსნის ფართო კარს იმისთვის, რომ ენმ-ში ახალი ძალები შემოვიდეს," - ამბობს ბეჟაშვილი.