15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: კელი დეგნანი არის დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი, ელჩის კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას

 ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდის განცხადებით, კელი დეგნანი არის დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი და ელჩის კრიტიკა ძირს უთხრის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობას.

"ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, იყვნენ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით, აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ის [კელი დეგნანი] არის საქართველოში აშშ-ს დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი და მას ნებისმიერ დროს მხარს დავუჭერ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობასა და პრემიერმინისტრს ვესაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უსამართლოდ აკრიტიკებს ელჩს, აქვს მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას," - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

დღის ამბები