პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ზე მიდის. ამ განცხადებით, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სენატორ შაჰინის განცხადებას, საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით.
მან ამერიკის მხრიდან ურთიერთობის შესაძლო გადახედვასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე NGO-ებმა იდარდონ.
„მე მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ NGO-ების გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს და არა მე. მე ახლა, პრაქტიკულად იმავეს ვიმეორებ. NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე NGO-ებმა იდარდონ. ამაზე ჩვენ ვერ ვიდარდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.