15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ ზეგავლენა იქონია აზერბაიჯანზე, სომხეთზე და საქართველოზე - ფილიპ რიკერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებზე ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ რეგიონის ქვეყნებზე უარტოფითად იმოქმედა.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, მან ასევე მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ ზეგავლენა იქონია აზერბაიჯანზე, სომხეთზე და საქართველოზე. როგორც იცით საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ყოველდღე ხაზს ვუსვამთ საქართველოსადმი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ," - განაცხადა რიკერმა. 

დღის ამბები