09 ივლისი 2024,   00:58
ვრცლად
ნიკა მელიას გადაყენებაა მთავარი იდეა, თუმცა ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს პროცესი უკავშირდება არა ახალი თავმჯდომარის არჩევას, არამედ მელიას გადაყენებას:

"ნაციონალური მოძრაობა" სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშ არის. ამ გავლენებით წარიმართება ის პროცესები, რასაც პარტიაში ვხედავთ. ერთი დაჯგუფება არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის, რომელსაც წარმოადგენს ხაბეიშვილი, მეორე მხარეს კი არის ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. სინამდვილეში, თავმჯდომარის არჩევის პროცესი არავისთვის არის საინტერესო. ერთი ფორმალური თავმჯდომარე მეორით შეიცვლება. ეს პროცესი უკავშირდება არა ახალი თავმჯდომარის არჩევას, არამედ მელიას გადაყენებას. მელიას გადაყენებაა მთავარი იდეაა იმ პროცესისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება.

დღის ამბები