ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სენატორ შაჰინის განცხადება არის მცდელობაქვეყნის ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის.
"ევროკავშირის გაფართოების კომისარმა გააკეთა აბსოლუტურად განსხვავებული, საქართველოსთვის აბსოლუტურად პოზიტიური და განსხვავებული გზავნილები და სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს დღეს ამას მოჰყვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის უარყოფითი რეაქცია, აბსოლუტურად აცდენილი იმ რეალობას, რაც ვარჰეიმ მოცემულ შემთხვევაში სწორად შეაფასა.
ეს არის სამწუხარო! ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან, ჩემი აზრით, არის პირდაპირი რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ.
თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, არც ცუდი და არც კარგი. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა გააკეთა ძალიან პოზიტიური განცხადებები საქართველოს მიმართ და ეს არის მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. თვეების მანძილზე მისგან არ მოგვისმენია არც პოზიტიური და არც ნეგატიური გზავნილი, - განაცხადა მდინარაძემ.