დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.
საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ დაიბარა.
დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. ძირითადი აქცენტები ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების ჭრილში გაკეთდება.
ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში 2 თვის წინ ელოდნენ, თუმცა ინტერპელაციით მიწვეული მთავრობის მეთაურის მოსმენის გადადება, პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტების გამო მოხდა.