პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს.
"აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით! მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის "ტვიტში".